ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ხაბეიშვილი - რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში...

ლევან ხაბეიშვილი – რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია

რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური მმართველობა. ამასობაში, საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს აქვს სესხი. ეს არის 2022 წლის მონაცემები, მხოლოდ ბანკიდან, მიკროსაფინანსო დაწესებულებებიდან კი – 694 ათას ადამიანს. 2020 წლის მონაცემებით 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, არამედ საბანკო მაფია – ოლიგარქია.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგებამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, 2022 წელს კი, ეს რიცხვი შეადგენდა 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს. დეპუტატის განცხადებით, შედარებისთვის, 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, ბანკების წმინდა მოგება იყო 134 მილიონი ლარი, ანუ ბანკების მოგება 15-ჯერ გაიზარდა.

ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსული ოცნების დასრულების პარალელურად, როგორც კი გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაშინვე დასრულდება როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ასევე ოლიგარქიული – საბანკო მმართველობა ქვეყანაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...