შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არადამოუკიდებელი თავის გადაწყვტილებაში, ყველაზე...

“დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არადამოუკიდებელი თავის გადაწყვტილებაში, ყველაზე არაპატრიოტული, შესაბამისად, ყველაზე შეუდმგარი” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განცხადებას აკეთებს სანქცირებულ მოსამართლეებთან მიმართებაში ოპოზიციის ინიციატივაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით:

,,ამ ქვეყნის 4 მოქალაქეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენელმა დაადო სანქციები. ისინი [ოპოზიცია] არიან პარლამენტის წევრები. ამ ქვეყნის წინაშე პარლამენტში ფიცი აქვთ დადებული. პროტოკოლურად ერთი კითხვა მაინც უნდა დაესვათ საჯაროდ ელჩისთვის ან პირადად დაესვათ კითხვა – რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული…

ნაცვლად ამისა, კითხვებს კი არ სვამენ, საჯაროდაც აცხადებენ, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს მტკიცებულებების შემქნა იმ გადაწყვეტილებისთვის.
ასეთ კანცელარიის დონეზე დაყავთ თავიანთი თავი და საქართველოს პარლამენტი.

რაც, რა თქმა უნდა, აჩვენებს რამდენად შეუმდგარი არის, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ვფიქრობ, რომ დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არადამოუკიდებელი თავის გადაწყვტილებაში, ყველაზე არაპატრიოტული. შესაბამისად, ყველაზე შეუდმგარი.

როდესაც მნიშვნელოვან პროცესში ვიმყოფებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ და აუცილებელია პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობა, ამ დროს პარლამენტში შემოიტანონ დესტრუქციული დღის წესრიგი, რადიკალიზმი, იყოს ალქაჯებზე ნადირობა – ამის დაშვებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა არ აპირებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...