spot_img
მთავარიანალიტიკა"საარჩევნო ბარიერია მთავარი პრობლემა, თუ ოპოზიციის უვარგისობა?" -...

“საარჩევნო ბარიერია მთავარი პრობლემა, თუ ოპოზიციის უვარგისობა?” – ირაკლი მელაშვილი

საქართველოში მიმდინარე შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებულ ბოიკოტს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი:

ძალიან მაინტერესებს რა ხდება ოპო ლიდერების თავებში!

დღეს: ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ირჩევენ პარლამენტის დეპუტატს;

ორ მუნიციპალიტეტში, ცაგერსა და თერჯოლაში ირჩევენ მერებს;

გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულში და ქუთაისში ირჩევენ საკრებულოს წევრებს;

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს რომ ჰკითხო, რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდა, დაანგრევენ “ქართულ ოცნებას“!

ამ არჩევნებში მხოლოდ „თავისუფალმა საქართველომ“ დააყენა კანდიდატი და ტყიბულის საკრებულოში საინციატივო ჯგუფის წარმომადგენელი იყრის კენჭს. დანარჩენ ოლქებში, ყველგან, „ქართული ოცნების“ წევრები უალტერნატივონი არიან!

არადა, ოპოზიციას, რომელიც თურმე ანგრევს ხელისუფლებას, შეეძლო მძიმე პოლიტიკური დარტყმა მიეყენებინა „ქართული ოცნებისთვის“, თუ ამ არჩევნებზე ის მოიგებდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ორ მერის არჩევნებს. ამით აჩვენებდა მოსახლეობას, რომ მმართველი პარტიის არჩევნებში დამარცხება სულაც არ არის შეუძლებელი, რაც დამატებით სტიმულს მისცემდა ოპოზიციურ ამომრჩეველს. რა იყო, აქაც ბარიერი გიშლით ხელს?

ჰოდა, საარჩევნო ბარიერია მთავარი პრობლემა, თუ ოპოზიციის უვარგისობა? “Плохому танцору яйца мешают”.

სხვათა შორის, ამ არჩევნებზე ახალი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა იტესტება, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არ გაინტერესებთ? არ მოგსვლიათ თავში ენახა თქვენს აქტივს როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა სიახლეებია, სადაა სუსტი და ძლიერი მხარეები, რას უნდა ელოდოთ დიდ არჩევნებზე? არ გჭირდებათ? მერე აღმოაჩენთ ხოლმე, რომ რაღაც არ მოგწონთ, რაღაცას გატყუებენ და ა.შ. ოღონდ გვიან იქნება.

ასეთ ელემენტარულ რაღაცეებს რომ ვერ ხვდებით, ამომრჩველთან მუშაობა რომ გეზარებათ, ტელევიზიებში პრანჭიაობა და ერთმანეთზე ჩაძირვა რომ მიგაჩნიათ პოლიტიკა, ესაა პრობლემა და ბარიერს ნუ აბრალებთ თქვენს წარუმატებლობას.

ის ვისაც ხელისუფლების დამარცხება უნდა, არ ეზარება, იცის ამომრჩეველთან მუშაობა, ელემენტარული პოლიტიკური ალღო გააჩნია, ეს თვეები ბარიერზე კი არ იწუწუნებდა, ამ არჩევნებზე დაამარცხებდა რეიტინგ დაცემულ (ასე არ იძახით?) სახელისუფლებო პარტიას და დაანახებდა ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, რომ ცვლილებების დრო მოდის და ამას რეალურად უჭერს მხარს მოსახლეობა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი მელაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...