პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი შემაჯამებელ პოზიციას აფიქსირებს რამდენიმე საკითხზე – პატიმრობაში მყოფი ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმეებზე. ასევე, მმართველი პარტიის ე.წ. პრორუსულობას მძიმე ბრალდებას უწოდებს:
,,ნიკა გვარამიას საქმე სტრასბურგშია გასაჩივრებულია თუ არა? სტრასბურგის მიერ დასკვნა დაიდება და თუ უსამართლოდ არის დაკავებული, მაშინ აღმოჩნდება, რომ ვინც ბრალს გვდებს რაღაც თვალსაზრისით საფუძველი გააჩნია. ამიტომ სტრასბურგის დასკვნას დაველოდოთ და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ.
მეორე, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს – ის ციხეში უსამართლოდ არ ზის. რაც შეეხება მკურნალობას – ვერცერთი არგუმენტი ვერავინ ვერ მოისმინა, რა დაავადება სჭირს ამ ადამიანს ისეთი, რომ ვერ უმკურნალებენ იმ საავადმყოფოში, სადაც დღეს იმყოფება.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულებას – ეს არის მძიმე ბრალდება, რომელიც ასე არ უნდა ჟღერდებოდეს. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავი გადაირჩინოს მზარდი საფრთხისგან რუსეთის მხრიდან, არ ნიშნავს პრორუსულობას”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

