საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესრულდეს ევროსაბჭოს 12 რეკომენდაცია, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს:
,,ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, მაგალითად, რომ ხელისუფლებამ, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, საბოტაჟი მოუწყო ევროპულ მომავალს. პოლიტიზირებული მართლმსაჯულება რჩება, ასე ვთქვათ – გამოწვევად.
რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, იქნება სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია მოხდეს.
ამის მიღმა, დღეს, საქართველოს კიდევ ერთხელ ვამბობ, არ აქვს არცერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროკავშირის 12 პუნქტიდან შესრულებული. ეს არაკლები გამოწვევაა იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ხელისუფლებაზე ყველა მიმართულებით საჭიროა ზეწოლის მოხდენა იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს ევროპულ დღის წესრიგს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


