საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით:
“ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.