შაბათი, აპრილი 19, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"ვისაც ვისთან გინდათ გაერთიანდით, მაგრამ თქვენს “ჩალიჩს“ ჩვენს...

“ვისაც ვისთან გინდათ გაერთიანდით, მაგრამ თქვენს “ჩალიჩს“ ჩვენს ეროვნულ ამოცანად ნუ გვტენით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი IRI-ს ბოლო კვლევებზე დაყრდნობით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს და თავის პოზიციას აფიქსირებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში:

კიდევ ერთხელ პარტიებზე: ასეთი ხელსაყრელი პერიოდი ე.წ. ალტერნატიული ოპოზიციური პარტიების განვითარებისთვის სხვა არც მახსენდება.

ერთის მხრივ უკიდურესად გაფარჩაკებული “ოცნება” და მეორეს მხრივ სრულიად ჩაკეტილ ორგანიზმად ქცეული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ზრდის პოტენციალი პრაქტიულად აღარ აქვს ახლო მომავალში. ორივეს ერთად ჯამში 34% აქვს. დანარჩენი თავისუფალია, მიდი და ინავარდე. ამ დროს ვინც გამოდის და პანიკას თესავს, ვაიმე, 5%–იან ბარიერს ვერ გადავლახავთ, თუ დიდ ქვაბში აჯაფსანდალი არ მოვხარშეთო, იმას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ან არანაირი ხედვა არ აქვს, ან უნამუსოდ ზარმაცია, ან წინასწარ დარწმუნებულია, რომ არ შეუძლია თავისი ხედვა 100 000 ადამიანამდე მიიტანოს და მხარდაჭერა მიიღოს, ამიტომ მოთქვამს, ყველა ერთ ქვაბში თუ არ ჩავხტებით დავიღუპებითო. ასეთებმა ჩვენ თავი დაგვანებონ და თავის პირად პრობლემებს მიხედონ.

ამ ქვეყანას ჭირდება მსოფლმხედველობის მიხედვით გაერთიანებული ხალხისგან მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გააკეთებენ პოლიტიკას. ეს ძალები უნდა შეიქმნან ან უკვე არსებულები გაძლიერდნენ.

ეს პროცესი უნდა დაიწყოს და განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხან ივანიშვილი ამოზილავს აჯაფსანდალს, ხან კეზერაშვილი და ეს ქვეყანა ვერასოდეს ვერ გამოვა ამ კატასტროფიდან. ვინც ამ პროცესს ხელს უშლის შეგნებულად თუ შეუგნებლად, არის მავნებელი.

არ მექნებოდა მძაფრი რეაქცია მსგავს ბოდვებზე, რომ არა ძალიან დრამატული მომენტი ამ ქვეყნის ცხოვრებაში და წარსულის მწარე გამოცდილებები. არ უნდა მივცეთ უფლება არავის ცრუ მიზნებით ჩაანაცვლონ რეალური მიზნები და ამოცანები. მოკლედ, ვისაც ვისთან გინდათ გაერთიანდით, მაგრამ თქვენს “ჩალიჩს“ ჩვენს ეროვნულ ამოცანად ნუ გვტენით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

“ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი”...

"ისეთი ინტენსივობის რუსული ნიაღვარი მოდის საქოცეთიდან, დარწმუნებული ვარ უკვე...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...