სამშაბათი, ივლისი 1, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო...

თორნიკე რიჟვაძე – ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად ჩვენ გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი, შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური და ტურისტული ტენდენციები მიმოიხილა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება, რათა რადიკალურ ჯგუფების მიერ არ მოხდეს ტურისტული სეზონის დისკრედიტაცია.

,,ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა საზღვაო ტურისტული სეზონის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. პირველ რიგში ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფების მიერ. მათ შორის, ზოგიერთი მედია საშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერების და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით, ცდილობდნენ მაქსიმალურად მოეხდინათ სეზონის დისკრედიტაცია. თუმცა, ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად ჩვენ გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი.

ასევე, რა თქმა უნდა შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული ჯგუფები ახდენენ იმ ევროპული არჩევანის დისკრედიტაციასაც, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება და ეს მძარცველები ჩვენ გვიწუნებენ საგარეო კურს. თუმცა ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ცხადია რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ აუცილებლად, რეკომენდაციების შესრულების შემდეგ შევძლებთ, რომ გვქონდეს დადებითი შედეგები ყველა მიმართულებით“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით, ევროპული კურსით, ეს ტენდენციები იქნება შენარჩუნებული და აღნიშნული ღონისძიებებით მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მიიღებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...