spot_img
მთავარიანალიტიკა"2024-ის არჩევნების შედეგი თუ ისეთი იქნა, როგორიც IRI-ის...

“2024-ის არჩევნების შედეგი თუ ისეთი იქნა, როგორიც IRI-ის გამოკითხვამ გვიჩვენა…” – ვახტანგ ხმალაძის სავარაუდო სცენარები

IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამ მონაცემებზე დაყრდნობით 2024 წლის არჩევნებისთვის საპარლამენტო მანდატების განაწილების 2 სავარაუდო სცენარზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე:

2024-ის არჩევნების შედეგი თუ ისეთი იქნა, როგორიც IRI-ის გამოკითხვამ გვიჩვენა, 5%-იანი საარჩევნო ზღურბლის გამო „ოცნება“ მიიღებს 87 მანდატს, ენმ კი – 63-ს. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგი, როგორც ყოველთვის, გამოკითხვისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

თუ ზღურბლი 2% იქნება, „ოცნება“ მიიღებს 56 მანდატს, ენმ – 42-ს, გახარია და ზურაბ ჯაფარიძე – 9-9-ს, 4 პარტია – 6-6-ს, 2 პარტია – 5-5-ს. შესაბამისად, უმრავლესობის შესაქმნელად „ოცნებას“ დასჭირდება კიდევ 20 მანდატი, რასაც ამ პარტიათაგან, ჩემი აზრით, ვერ მოაგროვებს. თუ ასე მოხდა, უმრავლესობის შექმნა მხოლოდ ენმ-თან კოალიციის შექმნით მოხერხდება. თუ ესეც ვერ მოახერხეს, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახტანგ ხმალაძე.

ინფორმაციისთვის. IRI-ის კვლევის შედეგებში შეკითხვაზე “საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” პირველი არჩევანის პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • “ქართული ოცნება” – 19%
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მიხეილ სააკაშვილი” – 14%
  • გიორგი გახარია – “საქართველოსთვის” – 3%
  • “გირჩი – მეტი თავისუფლება” (ზურაბ გირჩი ჯაფარიძე) – 3%
  • შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტია” – 2%
  • “ლელო” – 2%
  • “გირჩი” – 2%
  • გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%
  • ანა დოლიძე – “ხალხისთვის” – 2%
  • ალეკო ელისაშვილი – “მოქალაქეები” – 2%
  • “ალტ-ინფო” – 1%
  • ელენე ხოშტარია – “დროა” – 1%
  • გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველო” – 1%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 1%-ზე ნაკლები
  • “ხალხის ძალა” – 1% -ზე ნაკლები
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...