spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში 2200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი უფასოდ დამუშავდება

აჭარაში 2200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი უფასოდ დამუშავდება

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად დაბა ოჩხამურში დაესწრო.

სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი 1 284 000 ლარს შეადგენს.

სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა აჭარის მთავრობამ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით გრძელდება.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...