სამშაბათი, ივლისი 15, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი - საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა...

შალვა პაპუაშვილი – საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ, ასევე, ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით

,,მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ევროკავშირის წევრი და პარნტიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოს ხედვა,’’ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიამ მსოფლიო უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დააყენა. მისი თქმით, საქართველო უკრაინისადმი სოლიდარულია არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით.

,,უკვე ერთ წელზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ. რუსეთის მიერ უკრაინის სასტიკმა და უკანონო დაპყრობამ უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. უკრაინისადმი სოლიდარობისთვის ჩვენი ერთიანი პოზიცია უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. ამ ომმა, კიდევ ერთხელ, წარმოაჩინა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო გამოწვევებთან გამკლავების პროცესებში. მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი, ბატონი რუსლან სტეფანჩუკი მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მსურს, კიდევ ერთხელ, დავადასტურო საქართველოს ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილის. საქართველომ გამოსცადა რუსეთის აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საკუთარი სახლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანონო გაძევება. სამწუხაროდ, მაშინ, ჩვენი მიმართვებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ვერ ვიხილეთ დასავლეთის შესაბამისი რეაგირება. საბედნიეროდ, დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ძლიერ, ერთიან და ეფექტიან ევროპულ პასუხს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.

საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ, ასევე, ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით. ჩვენ ამას დღემდე ვაკეთებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის უკანონო სამხედრო დანაყოფების არსებობის მიუხედავად. საქართველო შესაძლო სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკის წინაშე დგას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის დაცული ნატოს უსაფრთხოების ქოლგით და არ სარგებლობს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. თუმცა, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო აქტიურად იყენებს თავის ერთ ხმას საერთაშორისო არენაზე,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...