spot_img
მთავარისხვადასხვა"ამ ქვეყნისგან ჩემ შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა"...

“ამ ქვეყნისგან ჩემ შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა” – გიული ალასანია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ აკეთებს ემოციულ კომენტარს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და აცხადებს, რომ მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და ორჯერ გაითიშა:

,,მე ნამდვილად იქ ვიდექი და ჩემი თვალით ვნახე: ეს ორჯერ მოხდა, დაიკლაკნა, ჩაიფუშა, ჩავარდა და დიდხანს იყო გათიშული… თვალები დახუჭული, გაშავებული სახე…

მე არ ვიცი, ვინ თქვა? საიდან მოიგონა, რომ ჩაიმუხლაო?! რას ნიშნავს ჩაიმუხლა? ცეკვა-თამაშით მიდოდა თუ რა იყო?!

პაციენტი ვერაფერს, სხვათა შორის, ვერ იტყოდა, გადმოცემა რას ნიშნავს. თვალი რომ გაახილა მითხრა: ,,ჩვეულებრივ როცა მემართებოდა ასეთი ამბებიო, მე მახსოვდა რა მომივიდაო”. მე მიყურებდა, რომ ,,რა მოხდაო? რა დამემართაო?”. საერთოდ არაფერი აღარ ახსოვდა, არ იცოდა, ვერაფერს ვერ აცნობიერებდა. აი, ასეთ მდგომარეობაში იყო.

ის კი არა, გუშინაც რომ ვიყავი დილის საათებში, ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა. იმას კი არა მე მავიწყდებოდა იმის გამო, რაც ვნახე.

ჩემი მოლოდინი არის ახლა, სტრასბურგიდან რაღაცა პასუხი მოვიდეს, ველოდებით. საერთოდ არ ვარ კმაყოფილი ყველაფერი იმით, რაც ამ ქვეყანაში ჩემ შვილს დაემართა. ამ ქვეყნისგან ჩემ შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა…”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...