spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კატეგორიულად და მწვავედ მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოწვეულ იქნას პარლამენტის...

“კატეგორიულად და მწვავედ მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ერთჯერადი კვება სკოლებში ერთხელ და სამუდამოდ იქნეს დაკანონებული” – შალვა ნათელაშვილი

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს ეხმაურება ,,ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი და სპეციალურ ბრიფინგზე საგანგებო განცხადებას აკეთებს საჯარო სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო პირობები, როგორც მასალის აღქმისთვის, ასევე სრულფასოვანი ფიზიკური განვითარებისთვის:

,,საქართველო ოფიციალურად გადაიქცა ერთადერთ ქვეყნად, სადაც ხორციელდება ბავშვთა გენოციდი; სადაც მმართველი ელიტის შვილები სპეცკორტეჟებით დადიან კერძო სკოლებში, გაძლიერებული ოთხჯერადი კვებით, ხოლო ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში 100 ათასობით მოსწავლე შიმშილობს, რის გამოც მათ არ შეუძლიათ არა მარტო შესასწავლი მასალის აღქმა, არამედ შეუძლებელი ხდება ნორმალური ფიზიკური განვითარება.

ჩვენ, ,,ლეიბორისტულმა პარტიამ“, რამდენიმე წლის წინ, პარლამენტში კანონპროექტი შევიტანეთ განათლების კანონში ცვლილებების შესახებ, რომლითაც დაკანონდებოდა უფასო ერთჯერადი კვება სკოლებში. ეს დღემდე არავის გახსენებია!

სანამ მშობლებთა ერთად აქტიურ მოქმედებებზე გადავიდოდეთ, კატეგორიულად და მწვავედ მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ერთჯერადი კვება სკოლებში ერთხელ და სამუდამოდ იქნეს დაკანონებული.

გამოიყვანონ მმართველი ელიტის წარმომადგენლებმა თავიანთი შვილები კერძო სკოლებიდან, შეიყვანონ ჩვეულებრივ სკოლებში, სადაც ხალხის შვილები დადიან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...