კვირა, მაისი 5, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 აპრილის პერიოდისთვის

21 აპრილის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 22 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული, თუმცა გარკვეული რყევებით ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. რაც გასულ კვირაშიც გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებაში, წინა კვირაშიც, გაგრძელდა ლარის გამყარების პროცესი. იხ. მონაცემები წინა 3 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

19 აპრილი – 2.5197;
20 აპრილი – 2.5170;
21 აპრილი – 2.5140.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0035 ლარით და 1 აშშ დოლარი 22 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5105 ლარი.

ბოლო კვირაში სტაბილური იყო ლარის კურსის ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

19 აპრილი – 2.7651;
20 აპრილი – 2.7536;
21 აპრილი – 2.7581.

წინა ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა გამყარდა, 0.0048 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7533 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1085 ლარი (გამყარდა 0.0199 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1294 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6798 (გამყარდა 0.0010 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.4789 ლარი (გაუფასურდა  0.0001 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.4871 ლარი (გამყარდა 0.0132 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8091 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6444 ლარი (გამყარდა 0.0094 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.0579 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.8589 ლარი (გამყარდა 0.0212 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8773 ლარი (გაუფასურდა 0.0093 ლარით)

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარება-სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. სტაბილური იყო ეროვნული ვალუტა გასულ კვირაში, თუმცაღა უმნიშვნელო გაუფასურების ნიშნებით. კერძოდ, 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

19 აპრილი – 3.0861;
20 აპრილი – 3.0805;
21 აპრილი – 3.0790.

21 აპრილის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0017 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 22 აპრილიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0807 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული