სამშაბათი, ივლისი 1, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"პარლამენტის შემოსასვლელში ფოტო-მასალა მოგიტანეთ, რა ხდება ჭიათურაში -...

“პარლამენტის შემოსასვლელში ფოტო-მასალა მოგიტანეთ, რა ხდება ჭიათურაში – ნახეთ, რა უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფა ხდება” – გიორგი ვაშაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, ჭიათურაში არსებული მწვავე პრობლემების შესახებ გამოფენა მიუძღვნა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, “ჭიათურ მანგანუმს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანიშნული პირი მართავს:

თქვენ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ნამყოფი ხართ თუ არა ჭიათურაში? დაინტერესებული ხართ თუ არა ჭიათურაში არსებული სიტუაციით და თქვენი ამ სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდში ხართ თუ არა იქ ნამყოფი?

რადგანაც არ ხართ ჩასული, პარლამენტის შემოსასვლელში ფოტო-მასალა მოგიტანეთ, რა ხდება ჭიათურაში და იქ მაინც მობრძანდით და ნახეთ, რა უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფა ხდება.

2016 წლიდან მოყოლებული სწორედ თქვენი სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, ჩიქოვანი მართავს „ჭიათურ მანგანუმს“, ფაქტობრივად თქვენ მართავთ – სახელმწიფოს მიერ წარდგენილი მმართველი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...