spot_img
მთავარისხვადასხვა"სასამართლოსთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ მძიმეა" - ნაზი ჯანეზაშვილი

“სასამართლოსთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ მძიმეა” – ნაზი ჯანეზაშვილი

,,ღია საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, 8 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, სადაც საუბარია, თუ როგორ მიდის საქართველოში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება. მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა:

,,სასამართლოსთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. მე-3 პუნქტი ეხება მართლმსაჯულების რეფორმას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას.

ასევე, საუბარია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამავდროულად, ეს უნდა იყოს ინტენსიური პროცესი, სადაც სამოქალაქო საზოგადოება თუ ექსპერტთა ჯგუფი იქნება ჩართული. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

სამწუხაროდ, ის მოლოდინი, რაც გვქონდა, როგორიც იყო თუნდაც სტრატეგიული გეგმის მომზადებაში, რომელიც მართლმსაჯულების სამომავლო ხედვებს უნდა განსაზღვრავდეს, არ იყო ასევე ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარსულში გვაქვს ასეთი გამოცდილება, როდესაც სტრატეგიული გეგმა სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფო თანამდებობის პირების, მათ შორის არის მოსამართლეები, ასევე სხვების მეშვეობით იქნა შემუშავებული.

საერთო დისკუსიაც არ ყოფილა, თუ როგორი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და რა ხედვები აქვს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით.

ამავდროულად საინტერესოა ის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის მომზადებული. ეს დადებითად შეიძლება შევაფასოთ, რომ ხელისუფლებამ, პარლამენტმა გააგზავნა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, თუმცა პრობლემა ის არის რომ ბოლო ორი დასკვნა იმეორებს [გადაუჭრელ] საკითხებს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...