spot_img
მთავარისხვადასხვათაკო ჩარკვიანი: "სახელმწიფო გვქონდა სააკაშვილის დროს - ფაქტია"

თაკო ჩარკვიანი: “სახელმწიფო გვქონდა სააკაშვილის დროს – ფაქტია”

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ემოციურ შეფასებებს აკეთებს სოციალურ ქსელში მოქვეყნებულ პოსტში და საზოგადოებას ახლო წარსულის კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს:

იმისტებო და ამისტებო!!!

მოკლედ, სახელმწიფო გვქონდა სააკაშვილის დროს – ფაქტია. გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა წინ – ეს ფაქტია. შეცდომები იყო თუ არა??? (იმიტომაც ვიყავი ოპოზიციაში მე პირადად). რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაშინდელ პენიტენციურში მომხდარი დანაშაულებები იყო და თან გარეთ არავის გამოჰქონდა ამბავი “მოყვარეს”, სანამ ციხე არ აფეთქდა, რომ “ააფეთქა მავანმა” და ბევრმა მოღალატემ გვიან იყო, ხელისუფლებაც მოიყოლა და ამას რუსეთის უშიშროება როგორ გაუშვებდა ხელიდან. თვითონაც ზედ უმატებდა – მეტი წილი ხელოვნურადაც ხდებოდა დანაშაულებები რუსეთზე მომუშავე “ტიპების” ხელით, (ახლა ხომ უკეთ ჩანს) ესეც ფაქტია, კი ბატონო…

და მაინც სახელმწიფო გვქონდა, ნავთქურიდან… გზების, ქალაქების მშენებლობით ყვაოდა – წინ მიდიოდა, ამბიციებით დასავლეთის გზაზე ავანგარდში იყო – ესეც ფაქტია ვერავინ წაუვა…

ჰოდა ამ სახელმწიფოს მშენებელი, მართლა მშენებელი, ნოვატორი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავს რუსეთზე მომუშავე მშიშარა ხელისუფალს გამომწყვდეული და ჩვენ??? ჩვენ ისევ იმ სისტემას ვებრძვით – მურუსიძე იყო რიგითი მაშინ, ახლა დაწინაურებულია (პირველი კაცია) ამ ხელისუფლების მიერ და დასანქცირებული კორუფციონერი მოსამართლეები ჩვენს მოქალაქეებს, შვილებს ასამართლებენ!!!

(ისე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ყველა პრეზიდენტს გაუჭირდა რუსულ სისტემასთან ბრძოლა. დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძემ ნავთობსადენი რომ წამოიწყო – ააფეთქეს და პირველი ზარი ელცინის იყო დილით “ედუარდ ამბროსოვიჩ, რად გინდათ ეს ნავთობ სადენიო“, მთავარია საქართველოსთვის რაიმე არ გაეკეთებინა სიკეთე რომელიმე პრეზიდენტს, თორემ კომუნისტური სივრციდან იყო თუ დისიდენტურიდან, რუსეთისთვის თითქმის ერთი და იგივე იყო, ახლა მესამე პრეზიდენტს კლავენ).

ჰოდა, ცოტა დავფიქრდეთ ჩვენ, თორემ რუსეთზე მომუშავე ხელისუფალი რომ არ იფიქრებს ესეც ფაქტია.

სააკაშვილი უნდა გადარჩეს, ესეც ფაქტია – ვალია და ეს ვალი შესასრულებელია!!!✌️ადამიანურადაც და სახელმწიფოებრივადაც ასეა!✌️🙏❤️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...