სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება

დედაქალაქის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება

24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფი, განახლებული ტექნიკით, ქუჩებს სისტემატურად მორეცხავს.

მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს.

თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან. მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ იმ განახლებულ რესურსზე ისაუბრა, რომელიც წელს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს სამუშაოების ეფექტიანად წარმოებისთვის.

ჩვენ მასშტაბურ დასუფთავებას წინა წლებშიც ვახორციელებდით, თუმცა „თბილსერვის ჯგუფს“ არ ჰქონდა სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. ახლა ჩვენ უკვე ყველანაირი აღჭურვილობა შევიძინეთ და მზად ვართ, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ქუჩების სისტემური მორეცხვა. ასზე მეტი ქუჩა მოირეცხება, ყველა მნიშვნელოვანი პანდუსი, გამზირი, გზაგამყოფი და ა.შ. იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, უკვე შეძენილია ახალი ტექნიკა, რომლის მეშვეობით სამუშაოები ყოველ ღამით, გათენებამდე იწარმოებს.

წელს, შარშანდელთან შედარებით, კარგი მდგომარეობა გვაქვს. შევიძინეთ, დაახლოებით, 15 ერთეული სპეცტექნიკა. წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, 20 ერთეული გამართული სპეცტექნიკით შევხვდებით ზაფხულს. ყოველდღიურ რეჟიმში მოირეცხება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, ასევე, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები. ეს არ იქნება ერთჯერადი, არამედ გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღიურად. სამუშაოები დაიწყება ღამით, 00:00 საათიდან და გაგრძელდება 07:30 საათამდე. ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემა გადაჭრილია. შარშან, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ფაქტი, რომ ქალაქს ჩვენივე ტექნიკა აბინძურებდა, წელს ეს პრობლემაც აღარ გვაქვს, შეძენილია კერხერებიც და სპეცტექნიკაც“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...