spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უპრეცენდეტო რამე ქნა "ქართულმა ოცნებამ" - ფაქტობრივად ოპოზიციას...

“უპრეცენდეტო რამე ქნა “ქართულმა ოცნებამ” – ფაქტობრივად ოპოზიციას დარბაზიდან გაექცა” – მერაბ მეტრეველი

აშშ-ს მხარის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ინიცირებულ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. “პროცედურული ომის” შემდეგ არც რეგისტრაციაში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად ქვორუმი არ შედგა. მმართველი პარტიის აღნიშნულ ტაქტიკას სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

უპრეცენდეტო რამე ქნა “ქართულმა ოცნებამ” – ფაქტობრივად ოპოზიციას დარბაზიდან გაექცა. იმის შიშით, რომ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნილიყო, რეგისტრაცია არ გაიარეს და ასე დაბლოკეს კენჭისყრა.

აქ ბევრი ფრენდი მყავს, ვინც სულ იძახდა, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ საგამოძიებო კომისიას, არაფერი შედეგი არ ექნება მაინცო. თუ არ აქვს, მნიშვნელობა, მაშინ ასე რისი შეეშინდა “ოცნებას”?

სიტუაციის მთელი ტრაგი-კომიკურობა იმაშია, რომ “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ხელისუფლებაში გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის და სხვათა საქმეებზე აპელირებით მოვიდა, დღეს სოლიდარობა გამოუცხადა ამ საქმეების მოსამართლეებს ანუ ადეიშვილის ყოფილ ხელქვეითებს🙁“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...