spot_img
მთავარისხვადასხვანინო წილოსანი - "სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის...

ნინო წილოსანი – “სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს”

მე მინდა ვკითხო ადამიანებს პოლონეთში რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ, მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, გადასცა რუსეთს. ახალი ტერიტორიები ოკუპანტს ჩააბარა და ამ ყველაფრის ფონზე შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, საქართველოში აღარ დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილის მმართველობა.

სააკაშვილი არის პროდუქტი იმ მავნე მიდგომების, როდესაც დირექტიულად მოგაწვდიან რაღაც მოცემულობას და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ასე ცდილობდა ის მთელი თავისი მმართველობის დროს თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის დარღვევა უფლებების და დემოკრატიის ნგრევა, რომელსაც ის აკეთებდა და ვინც კი ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, რეპრესიები ჰქონდა გარანტირებული.

თუ ვინმე იცნობს საქართველოს ისტორიას, ბოლო ასწლეულის ისტორიას, ალბათ დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს. და სწორედ ისევე, როგორც მახინჯიც იყო საბჭოთა მმართველობა და ფიქცია იყო მათი ყველა სისტემა რაც მოიგონეს, ასევე მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები. ფიქცია იყო მისი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგაც, რადგან ყველაფერი რასაც ის აკეთებდა, ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს.

სწორედ ისევე როგორც ვერ დაბრუნდება საბჭოთა მმართველობა საქართველოში, ასევე ვერ დააბრუნებთ სააკაშვილის რეჟიმი და მისი დიქტატურა, იმიტომ რომ, ერი, რომელმაც მოახერხა შიდა და გარე დიქტატურისთვის ეთქვა უარი, არასდროს დაბრუნდება წარსულში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...