spot_img
მთავარისხვადასხვა"ყველა გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყნის ერთადერთი რეალური არაფორმალური...

“ყველა გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყნის ერთადერთი რეალური არაფორმალური მმართველი – ბიძინა ივანიშვილი” – ნინო გოგუაძე

პარტია ,,დროას” წევრი, ნინო გოგუაძე საგანგებო ბრიფინგზე, ერთ კონტექსტში, ემოციურ და მწვავე კრიტიკულ განცხადებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ჩაშლილ ვიზიტთან, პატიმრობაში მყოფი ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხსა და პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:

,,რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ისევ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია, რომელიც 11 თვეზე მეტია უდანაშაულოდ ზის ციხეში.

საქართველოს პრეზიდენტს ეს უსამართლობა შეეძლო კანონით შეეწყვიტა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში არ არსებობს ხელისუფლების არცერთი შტო, ინსტიტუტი, ფორმალური თანამდებობის პირი, რომელიც დამოუკიდებლად, სინდისისა და სამართლის მიხედვით, ქვეყნის ევროპული არჩევნის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას.

ყველა გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყნის ერთადერთი რეალური არაფორმალური მმართველი – ბიძინა ივანიშვილი. ყველა ინსტიტუტი და თანამდებობის პირი ემსახურება მისი სურვილების აღსრულებას.

იმავე დღეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია არ შეიწყალა, მან გააუქმა თავისი ვიზიტი ევროპარლამენტში, სადაც იგი სიტყვით უნდა გამოსულიყო. მას უნდა წარმოეჩინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, მაგრამ მან ეს ვიზიტი გააუქმა, რითაც ზურგი აქცია ქართველი ხალხის მისწრაფებას, სურვილს, რომ იცხოვროს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, ევროპულ, ცივილიზებულ სახელმწიფოში”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...