კვირა, მაისი 19, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-18 აპრილის პერიოდისთვის

13 აპრილის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული. გასულ კვირაშიც გაგრძელდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზების ტენდენცია სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ლარის გაუფასურება.

აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებაში გაგრძელდა ლარის გამყარების პროცესი. იხ. მონაცემები წინა 3 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

11 აპრილი – 2.5299;
12 აპრილი – 2.5274;
13 აპრილი – 2.5261.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0032 ლარით და 1 აშშ დოლარი 14 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში ეღირება 2.5229 ლარი.

ბოლო კვირაში ტაბილური იყო ლარის კურსის ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

11 აპრილი – 2.7599;
12 აპრილი – 2.7594;
13 აპრილი – 2.7605.

თუმცა ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0190 ლარით და შემდგომი 5 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7795 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1554 ლარი (გაუფასურდა 0.0180 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1305 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6832 (გამყარდა 0.0009 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.4866 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.4945 ლარი (გამყარდა 0.0136 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8303 ლარი (გაუფასურდა 0.0301 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6684 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.0822 ლარი (გაუფასურდა 0.0049 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.8941 ლარი (გაუფასურდა 0.0226 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8929 ლარი (გაუფასურდა 0.0031 ლარით)

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარება-სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. სტაბილური იყო ეროვნული ვალუტა გასულ კვირაში, კერძოდ 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

11 აპრილი – 3.0821;
12 აპრილი – 3.0781;
13 აპრილი – 3.0737.

13 აპრილის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, 0.0111 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 14 აპრილიდან შემდგომი 5 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0848 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული