spot_img
მთავარიარჩევნებიცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს...

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დაცვით.

ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით: ,,არჩევნები საერთო საქმეა და შესაბამისად, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, რომელიც ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. კოდექსის მიზანია გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო, ხელი შევუწყოთ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას“.

ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ამ ტიპის შეთანხმება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

,,არჩევნები ძალიან კომპლექსური საკითხია და ის, მართლაც ყველას საქმეა. კანონი ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ვერ არეგულირებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთო წესებზე შეთანხმება. მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის და თანამშრომლობის კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ,“- განაცხადა კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ.

ეთიკის კოდექსის კიდევ ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ,,არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ვალდებულებები და პრინციპები ერთი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში იყოს ასახული, ხოლო შემდეგ პრაქტიკაში განხორციელებული. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის შეთანხმება, რათა ხელი შევუწყოთ, როგორც თანამშრომლობის, ასევე დეკლარირებული მიზნების აღიარებას

ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა. „დღეს ხელი მოეწერა ეთიკის კოდექსს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ მხრივ, რომ ზოგადად, საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში. ზოგადად, მნიშვნელოვანია ამ ტიპის დოკუმენტები საარჩევნო გარემოსთვის, როგორც 29 აპრილის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ასევე მორიგ არჩევნებზეც“, – განაცხადა გიორგი მონიავამ.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) წარმომადგენლის ნანუკა ყრუაშვილის შეფასებით კი ,,შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები მასშტაბურად იქნება გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ეთიკის კოდექსით შემუშავებული საერთო წესების ზედმიწევნით დაცვა და შესრულება, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ასევე ცესკოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება“.

ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი დღეს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა 11-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ მოაწერა. აღსანიშნავია რომ კოდექსზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდება.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...