ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ღარიბაშვილი წყვეტს ვინ არის ოლიგარქი, წარმოგიდგენიათ?! - ის...

“ღარიბაშვილი წყვეტს ვინ არის ოლიგარქი, წარმოგიდგენიათ?! – ის ხომ ბიძინა ივანიშვილზე არსადროს არ იტყვის, რომ ოლიგარქია!” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტებს განიხილავს. მოლოდინებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

,,თვითონ ღარიბაშვილი ანუ მთავრობა წყვეტს ვინ არის ოლიგარქი, წარმოგიდგენიათ?! ის ხომ ბიძინა ივანიშვილზე არსადროს არ იტყვის, რომ ოლიგარქია! დანარჩენი – ბიძინას გარდა, ყველა არის ოლიგარქი. ასეთი კანონია.

ამ ხალხს შეუძლია თავზე ხელი აიღოს და თქვან: ბიძინა კი არ არის, ბიძინას ბეზრაა.

რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას – იქ არის კრიტერიუმები. ,,ენმ”-ს ინიციატივას, რა თქმა უნდა, ჩააგდებენ. იმიტომ, რომ იქ პირდაპირ არის მექანიზმები ახსნილი, თუ როგორ და რანაირად ხდება – მთავრობა კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო.

თუმცა, ესეც რისკის შემცველია. ოლიგარქია ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებებლი და სასამართლო ხელისუფლება ჯიბეში უდევს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...