კვირა, მაისი 19, 2024

“ის, რომ არ შედგა რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა, ეს არის უპასუხისმგებლობა” – ხათუნა სამნიძე

ფრაქცია ,,რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს ოპოზიციონერ დეპუტატებთან მიმართებაში იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი ანა წითლიძე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან ვიზიტით და ვერ მოხერხდებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრისას საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება:

,,ის, რომ არ შედგა რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა, ამის საფუძველი შემიძლია აღვწერო ერთი სიტყვით – ეს არის უპასუხისმგებლობა!

როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის – ქალბატონი წითლიძის და ბატონი ხაბეიშვილის. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს აქვს 48 საათი, რომ სხდომა ჩანიშნოს. მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ მათ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი. მიუხედავად ამისა, დატოვეს ქვეყანა.

არ ვიცი… საგამოძებო კომისიის შექმნა იმდენად მნიშვნელოვანი მგონია, რომ ვიზიტის გაუქმებაც, ჩემი აზრით, ნორმალური იქნებოდა. იმიტომ, რომ არიან დეპუტატები, რომლებმაც საკუთარი ვიზიტები გააუქმეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული