სამშაბათი, ივლისი 8, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიგმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის -...

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის – კახა კალაძის განმარტებები

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით:

მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში.

ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას.

დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც შერჩეული გადაწყვეტის ეფექტურობაზე მიუთითებს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...