ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024: დემოკრატები, რომლებმაც შესაძლოა კენჭი იყარონ, თუ ჯო ბაიდენი არ მიიღებს მონაწილეობას

ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია და ჩნდება ეჭვი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას იგი მომავალ არჩევნებში.

80 წლის ბაიდენთან ყველაზე ახლოს მყოფები ამტკიცებენ, რომ მისი მხრიდან 2024 წლის არჩევნებისთვის კამპანიის დაწყება გარდაუვალია, მაგრამ თავად პრეზიდენტს, ჯერჯერობით განცხადება, ამასთან დაკავშირებით, არ გაუკეთებია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები აჩვენებს, დემოკრატების უმრავლესობას სურს, პარტიამ დაასახელოს სხვა კანდიდატი, წამყვანი ფიგურები ამბობენ, რომ ისინი არ დაუპირისპირდებიან ბატონ ბაიდენს, თუ ის იყრის კენჭს.

მაგრამ რა მოხდება, თუ ბაიდენი გადაწყვეტს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში?

BBC-ის მიერ გავცელებული ინფორმაციით, დასახელებულია იმ პოტენციური, სავარაუდო კანდიდატების სიაც, რომლებმაც შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის არჩვენებში, მოქმედი პრეზიდენტის უარის შემთხვევაში:

  • მარიანა ვილიამსონი
  • რობერტ კენედი უმცრ.
  • კამალა ჰარისი
  • გევინ ნიუსომი
  • ბერნი სანდერსი

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული