spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს იტალიაში გაეცნენ

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს იტალიაში გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ. გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირეულის, ყველისა და ჩურჩხელის დაგემოვნების, ასევე ქართული ფოკლორის ნახვის საშუალება ჰქონდათ. აჭარის და ზოგადად საქართველოს, იტალიაში პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა. ქართული ფოლკლორი იტალიაში არსებულმა ქართველი ემიგრანტების ანსამბლმა „სტუდია ჯორჯია“ წარმოადგინა.

გამოფენა ძირითადად ორიენტირებული იყო ეკო და სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე. მასში იტალიის ცალკეულ რეგიონებთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომლის წევრიცაა აჭარა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 20 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორისაა ბერლინის, ისრაელის, მადრიდის, მილანის და სხვა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...