spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი ამ ექსტრემისტული მიზნების მიმართ...

“ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი ამ ექსტრემისტული მიზნების მიმართ და რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ექსტრემისტულ ქმედებას” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემაში ,,იმედი live” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს 7-9 მარტის საპროტესტო აქციაზე და აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით, ნებისმიერი დამნაშავე პირის მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს, რათა არ მოხდეს მორიგი შტურმი პარლამენტზე. მმართველი პარტიის ლიდერს კონკრეტული შედარებები მოჰყავს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით:

,,საბოლოო ჯამში, სწორედ ამნისტიამ წაახალისა ადამიანები, რომ კიდევ ერთხელ განეხორციელებინათ შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამას ჩვენ მომავალში ვეღარ დავუშვებთ.

პრევენციისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ კანონი აღსრულდეს სათანადოდ ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელიც უმძიმეს ძალადობაში არის ეჭვმიტანილი.

რატომ ესარჩლებიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ამ ადამიანებს? სინამდვილეში, ეს ადამიანები სწორედ მათი ჩანაფიქრის ასრულებას ემსახურებოდნენ. მათი კოორდინაციით ხდებოდა ექსტრემისტული ქმედებების დაგეგმვა. ეს არის რეალობა, ხო?

ფრანკლინის კლუბი, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის რადიკალური ოპოზიცია ჩართული. მათი ლიდერები პირდაპირ ატარებენ იქ ტრენინგებს და ლექციებს; ,,სირცხვილია”, რომელიც არის ,,ნაც.მოძრაობის” ახალგაზრდული ექსტრემისტული ფრთა, ,,დროა” და ა.შ.

ესენი არიან თან რადიკალური ოპოზიცია, თან უცხოელი აგენტები – ოღონდ მათ აქვთ ექსტრემისტული მიზნები. ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი ამ ექსტრემისტული მიზნების მიმართ და რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ექსტრემისტულ ქმედებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...