კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები2025 წლისთვის აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე, ხოლო...

2025 წლისთვის აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის 1 მილიარდ ლარამდე გაზრდას ვგეგმავთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ჯაბა ფუტკარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე ეკონომიკურ, საპრივატიზაციო, საინვესტიციო და საბიუჯეტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა – ,,კურორტ გოდერძის ახალი საბაგირო და სათხილამურო ტრასა დაემატება, რაზეც მთის კურორტების სააგენტოსთან მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, იგეგმება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ღომას მთაზე და გულების ციხეზე”.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2025 წლისთვის იგეგმება ბიუჯეტის 1 მილიარდამდე გაზრდა. 2022 წელს აჭარას 3.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა და აჭარის მთავრობის მიზანს 2025 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე გაზრდა წარმოადგენს.

ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში, რაც მოწმობს, რომ ქვეყანა, რეგიონი ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტორებს აქვს სრული ნდობა, რომ მათი კაპიტალი დააბანდონ ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, ჩვენ რეგიონში, რაც თითოეული აჭარაში მცხოვრები ოჯახის შემოსავლების ზრდაზე აისახება.

ტურიზმი ინარჩუნებს პრიორიტეტულ მიმართულებას. ამიტომ, ყველგან, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტში უნდა განვავითაროთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტი 118,9 % – ით შესრულდა. აჭარაში აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკა გრძელდება. 2023 წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება.

ტურიზმის, როგორც რეგიონის წამყვანი სექტორის განვითარება, რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა.

სპორტული ტურიზმის განვითარებაზე 155 მლნ ლარი დაიხარჯება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის და ეკონომიკური გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უბედურება ეს არის, როდესაც კანონზე ზემოთ დგას – პარტია და ბელადი” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მძიმე შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტულ...

“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა...

ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის...

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...