სამშაბათი, მაისი 13, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენ 10 დღის წინ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე...

“ჩვენ 10 დღის წინ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, დღემდე არ არის ეს შუამდგომლობა განხილული” – დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განცხადებას აკეთებს ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის საქმიდან აცილების მოთხოვნაზე პასუხი კვლავ არ მიუღიათ. ასევე, აღნიშნავს, რომ პალატის მიერ საქმის განხილვისას, აცილებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სხვა მოსამართლემ და არა მან, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე:

,,ჩვენ 10 დღის წინ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ კანონით სასამართლო ვალდებული იყო 3 დღის ვადაში განეხილა ჩვენი შუამდგომლობა, დღემდე არ არის ეს შუამდგომლობა განხილული.

ცალკე გამოსაყოფია ის გარემოება, რომ ეს შუამდგომლობა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა თავად უზენაესი სასამართლოსგან, აწერია მერაბ გაბინაშვილს. მაშინ, როდესაც კანონის თანახმად, პალატა როდესაც იხილავს საქმეს, აცილებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სხვა მოსამართლეებმა და არა იმ მოსამართლემ, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე.

შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ უზენაესი სასამართლოს მხრიდან, რომ ნუ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ ვადებს და ჩვენი შუამდგომლობის განხილვის პროცედურას.

მერაბ გაბინაშვილის აცილების შუამდგომლობის ეფუძნება 2 ძირითად არგუმენტს. პირველი გახლავთ ის, რომ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის ერთიანი 6 თვიანი ვადის ნახევარზე მეტი ისე ამოიწურა, რომ არა თუ საქმის განხილვა არ იყო დაწყებული, არამედ პალატის შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ წერილობით სასამართლოს და მოვთხოვეთ ინფორმაცია, თუ ვინ და რა შემადგენლობით განიხილავდა პალატა ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარს. თუმცა, მათგან პასუხი იყო, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია პალატის შემადგენლობა.

მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ მერაბ გაბინაშვილი არის კლანის ერთგული წევრი. ის დანიშნული იყო უზენაეს სასამართლოში კანონის მოთხოვნათა უხეში დარვევით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ეს არის, მათ შორის, ვენეციის კომისიის პოზიცია”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...