ორშაბათი, მაისი 6, 2024

“როცა თავისუფლებას გართმევენ, როცა სამშობლოს მომავალს ართმევენ, მაშინ ბრძოლა მოვალეობად იქცევა” – ნიკა გვარამია

სოციალურ ქსელში, პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავის პოზიცია-შეფასებებს ავრცელებს

ისე მიდის ყველაფერი, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა.

ყველას შევახსენებ, რომ როცა თავისუფლებას გართმევენ, როცა სამშობლოს მომავალს ართმევენ, როცა საკაცობრიო ბოროტების მხარეს მიგათრევენ, მაშინ ბრძოლა მოვალეობად იქცევა. ეს ბუნებითი სამართლის კანონია, იმ სამართლის, რომელიც ყველა დაწერილ ნორმამდე არსებობდა და რომელიც ყველა დაწერილ ნორმაზე მაღლა დგას.

ასევე, იმასაც შეგახსენებთ, რომ თამაშის წესები თუ მხოლოდ ჩვენთვის იწერება და პატარა ჯგუფზე ის სრულად არ ვრცელდება, ეს არაა სამართლის უზენაესობა და მართლწესრიგი, ეს – მონობაა, რისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია” გვანიჭებს.

თავისუფლება ლაზარეს! თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!” – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული