ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, - 7.1%...

“იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, – 7.1% არის ეკონომიკური ზრდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

მე მინდა რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, – 7.1 % არის ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა მიმართულებებით მაღალმა აქტიურობამ. მათ შორისაა მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმი.

იანვარში გვქონდა 8%-ზე მეტი და თებერვალში გვქონდა 5.8 % ეკონომიკური ზრდა, ანუ საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7.1%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა. ამაზე მოგვიანებით კიდევ მოგახსენებთ დამატებით, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა.

ასევე მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ მაღალ ზრდაში, – მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ჯაფარიძე, ტვ "პირველთან" კომენტარში...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია” – ლევან იოსელიანი

"პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...