ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის მთავრობა მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის...

აჭარის მთავრობა მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 10 მილიონ ლარს გამოყოფს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში.

მუნიციპალიტეტის მერებმა წარადგინეს დეტალური მონაცემები დაზარალებული ოჯახების და ინფრასტრუქტურის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და გზების აღდგენა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დონზე, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ასევე ცენტრალურმა უწყებებმა, ჯანდაცვის და სოციალურმა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების გარეშე.

დღევანდელ სამუშაო თათბირს აჭარის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და აპარატის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...