ორშაბათი, მაისი 6, 2024

“საზოგადოებას აქვს თავდაცვის უფლება – უფლება, აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში” – გია ხუხაშვილი

7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავების ფაქტს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებებითა და კონკრეტული ინიციატივით, ეხმაურება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი:

ჩაიდინა, თუ არა დანაშაული ლაზარე გრიგორიადისმა?
ალბათ ჩაიდინა.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტის დაპირისპირების ინიციატორი იყო ხელისუფლება, რომელიც გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან. მან თვითონ დააყენა საკუთარი თავი კანონს მიღმა, შესაბამისად დაკარგა ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის უფლება და იქცა ერთ ჩვეულებრივ მოძალადედ.

ამ დროს საზოგადოებას აქვს თავდაცვის უფლება. უფლება, აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში.

სწორედ ეს მოხდა – ხელისუფლებამ უარი თქვა ძალადობის გაგრძელებაზე, უკან დაიხია და აღდგა კონსტიტუციური წესრიგი, ანუ მან დაიბრუნა ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის უფლება.
რით უნდა დასრულებულიყო ეს ისტორია?

რადგან დანაშაული ატარებდა ორმხრივ ხასიათს, უფრო მეტიც, ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაული ბევრად უფრო მძიმე ხასიათს ატარებდა, მინიმუმი რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ეს არის სრული და უპირობო ორმხრივი ამნისტირება.

მადლობაც უნდა თქვას, თუ საზოგადოება, რომელსაც მომავალს ართმევდნენ, ამაზე დათანხმდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული