ორშაბათი, აპრილი 21, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - პროგრამის ფარგლებში 1000-მდე...

“ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” – პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

ავარიული სახლების ადგილზე ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

პროგრამა “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

მრავალბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს კვინიტაძის #1, #3, #11-ში. გრიშაშვილის #9-ში. ასევე, ხინიკაძის #7-ში.

მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ე.წ ,,შანხაის“ დასახლებაში, 26 მაისის, ხიმშიაშვილისა და კახაბრის ქუჩებზე.

ასევე, ავარიული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა 6 მისამართზე.

პროგრამის ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 100 მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი იქნება უზრუნველყოფილი ახალი უსაფრთხო საცხოვრებლით.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...