ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“იმ დღეებში ყველა ჩვენგანმა “ისროლა”, ვისაც უნდოდა გამოეხატა, რომ რუსეთთან მიერთებას არავინ შეეგუება” – ნათია ფანჯიკიძე

ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრებას და 7-9 მარტის აქციების მიზეზებს, სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

ლაზარეს მეგობრები ამბობენ, ზეწოლის გამო აღიარა მოლოტოვის სროლაო, არ უსვრიაო.

დასაბუთებითაც რომც დაუმტკიცდეს, რომ ისროლა, მითუმეტეს, რომ არავინ დაზიანებულა შედეგად, ჩემი აზრით, არა კონკრეტულად ლაზარესი, ან ვინმესი, არამედ ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ყოველი ნასროლი კოქტეილი იმ დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფიქრშიც კი ნამდვილად არაფერს ვისვრი, რადგან ნებისმიერი სხვისი დაზიანების მეტად მეშინია, ვიდრე საკუთარი თავის, პასუხისმგებლობის მიტინგზე მყოფ ყველა ადამიანზე განაწილების მომხრე ვარ, ლაზარეს თავისუფლების მოთხოვნით.

იმ დღეებში ყველა ჩვენგანმა “ისროლა”, ვისაც უნდოდა გამოეხატა – ანტიევროპული პროპაგანდა და რუსეთისთვის მიმზიდველი კანონების თუ გარემოს შექმნა თუ არ შეჩერდება, მშვიდი მიტინგების დრო ჩაივლის და რუსეთთან მიერთებას არავინ შეეგუება.

ფიზიკურად, ამჯერად ვისი ხელით გაიტყორცნა ეს ბრაზი, მნიშვნელობა არა აქვს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველასთვის, რომ რუსეთი წითელი ხაზია. ასევე ჩემი აზრით, პრეზიდენტი თუ შეიწყალებს ამ ძალიან ახალგაზრდა, ნამდვილად პოლიტპატიმარს და მერე მაინც ვეცდებით, არჩევნებამდე სამოქალაქო დაპირისპირების რისკის გარეშე მისვლას, ეგ იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული