სამშაბათი, მაისი 21, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 1-3 აპრილის პერიოდისთვის

31 მარტის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 1 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული. გასულ კვირაშიც გაგრძელდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზების ტენდენცია სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში (ზოგ ვალუტასთან მიმართებაში დაფიქსირდა არასტაბილური რყევებიც – გაუფასურებაც და გამყარებაც). დოლართან მიმართებაში დაფიქსირდა კიდევ უფრო გამყარების ტენდენციები. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

28 მარტი – 2.5754;
29 მარტი – 2.5712;
30 მარტი – 2.5655;
31 მარტი – 2.5604.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0041 ლარით და 1 აშშ დოლარი 1 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5563 ლარი.

ბოლო კვირაში ლარის კურსის გაუფასურება მოხდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

28 მარტი – 2.7727;
29 მარტი – 2.7828;
30 მარტი – 2.7851;
31 მარტი – 2.7862.

ბოლო ვაჭრობაზე კი ეროვნული ვალუტა გამყარდა, 0.0060 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7802 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1634 ლარი (გაუფასურდა 0.0010 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1332 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6923 (გამყარდა 0.0027 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5037 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.5748 ლარი (გამყარდა 0.0030 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7883 ლარი (გამყარდა 0.0106 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7178 ლარი (გამყარდა 0.0028 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1105 ლარი (გაუფასურდა 0.0008 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.0702 ლარი (გამყარდა 0.0668 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.9163 ლარი (გამყარდა 0.0149 ლარით)

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარება-სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. გასულ კვირაშიც დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის გამყარება, კერძოდ 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

28 მარტი – 3.3620;
29 მარტი – 3.3532;
30 მარტი – 3.3277;
31 მარტი – 3.3149.

31 მარტის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0109 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 1 აპრილიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3040 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული