ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრიორიტეტები გადაახალისეთ, ბავშვების ჯანმრთელობაზე მეტი პრიორიტეტი რა გაქვთ?!"...

“პრიორიტეტები გადაახალისეთ, ბავშვების ჯანმრთელობაზე მეტი პრიორიტეტი რა გაქვთ?!” – თეონა ჭალიძე ზურაბ აზარაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერ მინისტრს მიმართავს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებზე დაიწყონ ყურადღების გამახვილება. ჭალიძის თქმით საუბარი დაახლოებით ოცამდე ბავშვზეა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაც ჩინოვნიკების ნებაზეა დამოკიდებული:

მივმართავ ორ ჩინოვნიკს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის საქართველოში შემოტანა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა.

ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია ითხოვენ ყურადღებას, მაგრამ ამაოდ. ჩინოვნიკებს მათთვის არ სცალიათ. არადა სულ ოცამდე ბავშვზეა საუბარი.

ჯანდაცვის სისტემით რომ ამაყობთ და სინამდვილეში ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფრად აგდებთ, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თქვენზე და თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და იმოქმედეთ!

პრიორიტეტები გადაახალისეთ, ბავშვების ჯანმრთელობაზე მეტი პრიორიტეტი რა გაქვთ?!

თანადგომას ვუცხადებ მშობლებს, რომლებიც იბრძვიან შვილების ჯანმრთელობისთვის” – თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...