სამშაბათი, აპრილი 30, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 25-27 მარტის პერიოდისთვის

24 მარტის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 25 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული. გასულ კვირაშიც გაგრძელდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზების ტენდენცია სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში (ზოგ ვალუტასთან მიმართებაში დაფიქსირდა არასტაბილური რყევებიც და გაუფასურებაც). დოლართან მიმართებაში დაფიქსირდა სტაბილიზების პროცესი. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

21 მარტი – 2.5763;
22 მარტი – 2.5762;
23 მარტი – 2.5754;
24 მარტი – 2.5768.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0004 ლარით და 1 აშშ დოლარი 25 მარტიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5764 ლარი.

ბოლო კვირაში ლარის კურსის გაუფასურება მოხდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

21 მარტი – 2.7564;
22 მარტი – 2.7717;
23 მარტი – 2.7778;
24 მარტი – 2.8028.

ბოლო ვაჭრობაზე კი ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა, 0.0363 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7665 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1453 ლარი (გამყარდა 0.0236 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1351 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6977 (გამყარდა 0.0001 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5182 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.6189 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8017 ლარი (გამყარდა 0.0111 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7459 ლარი (გამყარდა 0.0277 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1236 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.1083 ლარი (გაუფასურდა 0.0044 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.9826 ლარი (გაუფასურდა 0.0187 ლარით)

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, თუმცა გასულ კვირაში დაფიქსირდა ერთგვარი რყევები, კერძოდ 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

21 მარტი – 3.3416;
22 მარტი – 3.3457;
23 მარტი – 3.3407;
24 მარტი – 3.3837.

24 მარტის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა გამყარდა, 0.0252 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 25 მარტიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3585 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული