კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"გუბაზ სანიკიძეს სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან" -...

“გუბაზ სანიკიძეს სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. სესიის მიმდინარეობისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ფრაქცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატებსა და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრ გუბაზ სანიკიძეს შორის. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ:

,,დეტალები არ ვიცი, მაგრამ მე ერთადერთი რამე შემიძლია გითხრათ, გუბაზ სანიკიძეს სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან.

ეს იყო სათანადო პასუხი იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა.

რაც შეეხება ასი ათას დოლარს – ყველამ იცის, ვინც საქმეშია ჩახედული, რომ მას ,,ნაციონალობისთვის” აქვს აღებული ასი ათასი დოლარი.

მილიონი ვერ იშოვა, მაგრამ ასი ათასი დოლარი იშოვა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...