კვირა, მაისი 19, 2024

ჩვენსა და წარმატებას, კეთილდღეობას, ჩვენს ევროპულ მომავალ შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება და ეს არის “ქართული ოცნება – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი, ,,ლელო – საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს რუსული პოლიტიკის გავლენაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში:

,,მე მსურს, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ ტენდენციას, რომელიც უკვე ძალიან მყარად ჩამოყალიბდა როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში, როდესაც ჩვენი პარტნიორები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს და ნებას, რომ იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.

მაშინ, როდესაც მოსკოვში რუსეთის დუმის წარმომადგენლები ვინმე კალაშნიკოვი საუბრობს იმაზე, რომ უნდა განიხილოს და დღის წესრიგში დადგეს, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა, ამის პარალელურად, მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ გუშინ აშშ-ის სენატში, საგარეო კომიტეტში ხმამაღალი განცხადება გაკეთდა: დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, დასავლეთი, მაგრამ დღეს, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლის პოლიტიკაც მიზანმიმართულად ხელს უშლის ამ დღის წესრიგს.

ჩვენსა და წარმატებას, კეთილდღეობას, ჩვენს ევროპულ მომავალ შორის დღეს არის ერთად-ერთი დაბრკოლება და ეს არის ,,ქართული ოცნება“.

სწორედ ამიტომ არის, რომ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა, გუშინ, რუსეთის დავალებით მორიგ ჯერზე ,,გამოაგორა“ ახალი კამპანია, როგორიც არის ,,გარეჯი საქართველოა“. დიახ, გარეჯი არის საქართველო! ჩვენი ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო! ოღონდ ამას ქართველი ხალხი მიაღწევს მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული