შაბათი, მაისი 18, 2024

თელასის გაფრთხილება: 21 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთი რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

21 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის I მასივის, მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანი-2 დასახლების, წყაროთუბნის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, გაბაშვილის, პეტრიაშვილის, შანიძის, ბარნოვის, კეკელიძის, დიმიტრი ბაქრაძის, თარხნიშვილის, გუდაურის, ყაზბეგის, ხორავას, ინოლა გურგულიას, ერეკლე ტატიშვილის და ტარიელ სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ანტონოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული