პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ქოცებო, მიცვალებულის პირადი მოხმარების ნივთებივით აპირებთ საფლავში ჩაყოლას?” – ლელა ჯეჯელავა

ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დამნაშავედ გამოცხადებას და მასზე დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს და მმართველი პარტიის ლიდერებს თუ მხარდამჭერებს მიმართავს “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

საინტერესოა, რას იზამენ კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოში შემავალი ქვეყნები, მოინდომებენ სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებულ ძებნილთან ურთიერთობას? დიდი ალბათობით – არა. ანუ ეს ორგანიზაციაც ჩამოიშალა, სავარაუდოდ.

ასევე თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა შეუძლებელი გახდება. და კიდევ ბევრი რამის გადაფორმატება მოხდება.

ქოცებო, მიცვალებულის პირადი მოხმარების ნივთებივით აპირებთ საფლავში ჩაყოლას?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული