პარასკევი, მარტი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18-20 მარტის პერიოდისთვის

17 მარტის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 18 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული. გასულ კვირაშიც გაგრძელდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზებისა და გამყარების ტენდენცია სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში (ზოგ ვალუტასთან მიმართებაში დაფიქსირდა არასტაბილური რყევებიც), დოლართან მიმართებაში კი გაგრძელდა გამყარების პროცესი. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

14 მარტი – 2.5898;
15 მარტი – 2.5851;
16 მარტი – 2.5867;
17 მარტი – 2.5832.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0032 ლარით და 1 აშშ დოლარი 18 მარტიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5800 ლარი.

ბოლო რამდენიმე კვირა, არასტაბილურიბით გამოირჩევოდა ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში, რაც გაგრძელდა ბოლო კვირაშიც, თუმცა გამყარების ნიშნებით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

14 მარტი – 2.7641;
15 მარტი – 2.7697;
16 მარტი – 2.7520;
17 მარტი – 2.7397.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, – 0.0028 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7425 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1298 ლარი (გაუფასურდა 0.0168 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1357 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6986 (გამყარდა 0.0009 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5176 ლარი (გამყარდა 0.0048 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.6392 ლარი (გამყარდა 0.0185 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7814 ლარი (გაუფასურდა 0.0038 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7433 ლარი (გამყარდა 0.0014 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1256 ლარი (გაუფასურდა 0.0035 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.0386 ლარი (გამყარდა 0.0523 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.9371 ლარი (გამყარდა 0.0057 ლარით)

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარება-სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. გასულ კვირაშიც დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის გამყარება, კერძოდ 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

14 მარტი – 3.4368;
15 მარტი – 3.4311;
16 მარტი – 3.4097;
17 მარტი – 3.3859.

17 მარტის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0260 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 18 მარტიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3599 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული