პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარაში მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის ტრენინგები იწყება

აჭარაში მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის ტრენინგები იწყება

რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამას მარტის ბოლოდან იწყებს და მასში ჩართვა აჭარაში მოქმე გიდებს, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ შეუძლიათ. წელს, პირველად ტრენინგები ჩატარდება აჭარაში მოქმედი თურქულენოვანი გიდებისთვის, რომლებიც ბათუმისა და აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდებიან. ტრენინგების გავლისას, გიდის პროფესიის დაუფლებისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების შესწავლის საშუალება მიეცემა დამწყებ გიდებსაც.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სატრენინგო პროგრამას სთავაზობს რეგიონში მოქმედი განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს. განთავსების ობიექტების ეფექტური მუშაობის მიმართულებით ჩატარდება ტრენინგები მმართველი რგოლისათვის (მეპატრონეები, მენეჯერები), ასევე მიმღები განყოფილების თანაშრომლების, დასუფთავების სამსახურის მენეჯერ-სუპერვაიზერებისა და დიასახლისებისათვის. აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას გაივლის რეგიონში ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილების კვების ობიექტების მზარეულები. სატრენინგო პროგრამებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ სერვისის განვითარების ვებპორტალზე http://serviceajara.ge/, სადაც განთავსებულია საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამის კალენდარი. საგაზაფხულო ტრენინგ-პროგრამებისას ჯამში 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

აჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ...

ComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” მეთორმეტედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...