სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ჩვენ ვთხოვთ საქართველო პრეზიდენტს, ნიკა გვარამიასთან მიმართებით შეწყალების აქტი გამოსცეს” – ლაშა ბუღაძე

პატიმრობაში მყოფი ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიმართ სოლიდარობისთვის შექმნილ ორგანიზაციას – ,,ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“, მწერლები შეურთდნენ. ორგანიზაციის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა მწერალმა ლაშა ბუღაძემ:

,,ჩვენ ვთხოვთ საქართველო პრეზიდენტს, მან აღასრულოს სწორედ ევროპული და სამართლიანი პასუხისმგებლობით აღსავსე აქტი – ნიკა გვარამიასთან მიმართებით შეწყალების აქტი გამოსცეს.

სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს საქმეც. ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ, მაგრამ ეს სიტყვა გულისხმობს საგნობრივ ქმედებას.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა რეალური, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული