პარასკევი, აპრილი 19, 2024

“აი ეს ჩუჩელა, კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშოა” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ,,უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანი ,,იმედის” გადაცემა ,,იმედის კვირაში” ისაუბრა:

,,საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ გუშინ, აი ეს ჩუჩელა, კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო. ამ ,,საქმეების საგმირონის” უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი.

გუშინ, ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონს, ან კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, ან რუსული, ან ხელს უშლიდა ჩვენ ევროპულ მომავალს – ეს არ გაუაზრებიათ.

უბრალოდ, ტაქტიკურად უკან დავიხიეთო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ევროპული გზა გვაინტერესებსო და მეტიც, მერე მოჰყვა ევოპული ქვეყნების ხელისუფლებების, ევროპარლამენტარების ლანძღვას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული