spot_img
მთავარისხვადასხვანინო ლომჯარიამ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი წაშალა...

ნინო ლომჯარიამ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი წაშალა – მომხდარი ფაქტის ანატომია

7 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში და რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკმაყოფილო ადამიანებით – ახალგაზრდებით, აქტივისტებით, ცნობადი სახეებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით გაივსო. ყველა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან ემოციურად, მწვავედ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

7-9 მარტის საპროტესტო მოძრაობა პიკში იყო, როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში ნეგატიურ პოსტს აქვეყნებს, რამაც ერთის მხრივ დიდი გაუგებრობა თუ უკმაყოფილება გამოიწვია ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ საპროტესტო აქციის მონაწილეებში, მეორეს მხრივ კი საზოგადოებაში კონკრეტული შეკითხვები გააჩინა ლომჯარიასთან მიმართებაში.

რამდენიმე საათში აღნიშნული პოსტი ნინო ლომჯარიამ წაშალა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან, თუმცა ასევე სოციალურ ქსელში მრავლად გამოქვეყნდა პოსტები თუ კომენტარები, სადაც პირდაპირ მიმართავდნენ ყოფილ სახალხო დამცველს გაეკეთებინა საჭირო განმარტებები და ამასთან, მისი მხრიდან პოსტის წაშლას ბოდიშის მოხდაც მოჰყოლოდა, გიორგი ვაშაძის მიმართ.

როდესაც არ არსებობს კონკრეტული განმარტებები, ცხადია, საზოგადოებაში ჩნდება დამატებითი შეკითხვები, რათა არ მოხდეს ფაქტთან დაკავშირებით ინტერპრეტაციები.

უცნობია, მოხდა თუ არა კომუნიკაცია ნინო ლომჯარიასა და გიორგი ვაშაძეს შორის, საჯარო სივრცეში, ამ მხრივ, არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, არადა სასურველია არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, რომ შემდგომში სხვა სახის გაუგებრობებს არ ჰქონდეს ადგილი და ახალი შეკითხვები არ გაჩნდეს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...