ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიამდინარე ალგეთის შენაკადები 50 000 ერთეული ნაკადულის კალმახის...

მდინარე ალგეთის შენაკადები 50 000 ერთეული ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარე ალგეთის შენაკადები 50 000 ერთეული ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე ალგეთის შენაკადებში აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითი გაუშვეს.

დათევზიანების პროცესში, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მათ შორის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარომადგენლები მონაწილეობდნენ.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...